პროექტის სახელწოდება
|
ფოტოსინთეზის მიმდინარეობა და მისი მნიშვნელობა
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მოსწავლეები გაეცნობიან ფოტოსინთეზის მიმდინარეობას და მის მნიშვნელობას,რითაც რეალური წარმოდგენა შეექმნებათ ამ პროცესზე.
|
პროექტის მნიშვნელობა /აქტუალობა
|
გამოუმუშავდებათ ბუნებისადმი სიყვარული ,მისი დაცვის ,გაფრთხილების და რაციონალურად გამოყენების უნარ-ჩვევები.
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ სინათლის ენერგიის საშუალებით დედამიწაზე მიმდინარე გრანდიოზული პროცესის-ფოტოსინთეზის მიმდინარეობასა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე ფოთლის სამზარეულოში -ქლოროპლასტებში საკვების დამზადების ანუ ორგანული ნივთიერების წარმოქმნის პროცესზე და ფოთოლში მიმდინარე სინათლისა და სიბნელის ფაზებზე. მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას, თუ როგორ მიმდინარეობს ფოტოსინთეზი და რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ორგანიზმებისათვის .
|
მოსწავლეთა ასაკი, რაოდენობა
|
14-15 წელი. 25 მოსწავლე 1სსსმ მოსწავლე
|
ვადები/ ხანგრძლივობა
|
1 თვე.
|
მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას
|
ჩანაწერები, ფოტო მასალა, პრეზენტაცია, ბლოგი
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კალამი, თაბახის ფურცლები, ქოთნის მცენარე სპირტქურა ასანთი , პეტრის ჯამი , სპირტი წყალი , მუყაოს ქაღალდი, ინტერნეტი ,ფოტოაპარატი ,კალიუმის ტუტე ,მარილმჟავათი დასველებული ცარცი.
|
პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები
|
აქტივობა 1
მოსწავლეებს ვთავაზობ რამდენიმე თემას, რომელთაგან აირჩიეს თემა,რომელიც ეხებოდა ფოტოსინთეზის პროცესის მიმდინარეობასა და მის მნიშვნელობას. მოსწავლეების სურვლია აქტიურად ჩაებან და შექმნან აღნიშნულ თემაზე პროექტი ასევე მოიძიონ საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით
აქტივობა 2
მოსწავლეებისათვის გამზადებულია რაოდენობის შესაბამისი კონვერტები, რომლებიც აირჩევა მოსწავლეების მიერ, ნახევარში მოთავსებულია წარწერა ფოტოსინთეზის მიმდინარეობის შესახებ ნახევარში ფოტოსინთეზის მნიშვნელობის შესახებ.
აქტივობა3
ვაძლევ სათანადო მითითებას შესასრულებელი დავალებების შესახებ,კითხვა პასუხის სასუალებით ვახდენთ წინარე ცოდნის გახსენებას.
აქტივობა 4
ჯგუფები ინფორმაციას მოიძევენ ინტერნეტიდან,ბიოლოგიური ლიტერატურიდან და მოახდენენ ცდების წარმოებას.
აქტივობა 5
ჯგუფები განაგრძობენ ცდებზე დაკვირვებას,არსებული მასალების შესახებ იღებენ მისგან უკუკავშირს,
აქტივობა 6
მასწავლებელი(მე) ხვდება ჯგუფის წევრებს და აკონტროლება ჩატარებული ცდების შდეგებს.მოსწავლეები მსჯელობენ და აანალიზებენ მიღებულ შედეგებს და გამოაქვთ სათანადო დასკვნები.
აქტივობა 7
ჯგუფების მიერ მომზადდა აუდიტორია პროექტის წარსადგენად(პრეზენტაცია). მოწვეულნი იქნენ საბუნებისმეტყველო კათედრის წევრები,პედაგოგები ,მოსწავლეები.
აქტივობა 8
მოსწავლეთა ჯგუფების მიერ წარდგენილი იქნა შექმნილი პროექტის პრეზენტაცია თანდართული ფოტო მასალით.
აქტივობა 9
ჯგუფებმა შექმნეს კლასის ბლოგი სადაც განათავსეს თავიანთი პროექტი.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ციალა სარიშვილი
|
ხელმძღვანელის ელ .ფოსტა
|
sarishvili1952@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი
|
http://sarishvili1952.blogspot.com/
|
სასწავლო პროექტის განხორციელებისას ისტის გამოყენების შეფასების რუბრიკის მაგალითი
კატეგორია
|
კრიტერიუმი
|
შეფასება
|
მომზადების ეტაპი
|
1. ვერ იყენებს ისტ-ს
2. იყენებს მეტნაკლები ხარვეზებით
3 .იყენებს სრულყოფილად
|
ცუდი
საშუალო
კარგი
|
გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპი
|
1. ისტი არ არის გამოყენებული
2. ისტი გამოყენებულია ნაწილობრივ
3 . ისტის გამოყენება მრავალფეროვანია
|
ცუდი
საშუალო
კარგი
|
პროექტის მუშაობის პროცესისა და შედეგების წარდგენის ეტაპი
|
1. ისტი არ არის გამოყენებული
2. .ისტი გამოყენებულია მცირე დოზით
3. .კარგად არის ორგანიზებული ისტის გამოყენება.
|
ცუდი
საშუალო
კარგი
|
საბოლოო შეფასება
|
Комментариев нет:
Отправить комментарий