четверг, 23 марта 2017 г.

ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში

     
მასწავლებელთა  ტრენინგების პროგრამა,რომელიც  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  დანერგვას  და  გამოყენებას  შეეხება,  საინტერესო და აუცილებელია სასწავლო  პროცესის სრულყოფილად  წაარმართვისათვის
ისტ-ის   გამოყენება  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში  შემოქმედებითობასა  და  ეროვნული  გეგმით  გათვალისწინებულ  უნარ -ჩვევების  განვითარებას  
ტრენინგის  გავლილი  დღეების  განმავლობაში  ჩვენს  მიერ  იქნა შედგენილი საგნობრივი
კათედრების  ცხრილი, ასევე მოვახდინეთ გაკვეთილის გეგმის შედგენა.
შევისწავლეთ   პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები საგაკვეთილო პროცესში,რომ ელიც   მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის  მოტივაციას  ამაღლებს
.გავეცანით ასევე განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასების სისტემას, რომელსაც  ვიყენებ სასწავლო  პროცესში ცოდნის შეფასებისა ს აქედან  გამომდინარე  შევადგინეთ.
შეფასების   რუბრიკა,  რომელიც  ასახავს  მოსწავლის  მიღწევას ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით.
ცხრილების საშუალებით მოვახდინეთ მოსწავლეთა მიმდინარე შეფასების დაჯამება და საშუალო ქულის გამოყვანა შევქმენით მასწავლებელთა თვითშეფასების სქემა და მოვახდინეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.
შევისწავლეთ თუ როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტი , რომელიც

ხელს შეუწყობ მოსწავლეთა შემეცნებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას. ასევე პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშაოს ბუნებისადმი სიყვარული, მისი დაცვის, გაფრთხილების და .რაციონალურად გამოყენების უნარ-ჩვევები.სასწავლო პროექტის განხორციელებისას შევქმენით შეფასების რუბრიკა , რომელიც ასახავს პროექტში ისტის გამოყენებას,სადაც თვალსაჩინოდ გამოიკვეთა სხვადასხვა კატეგორიებში როგორი დოზირებით იქნა გამოყენებული ისტი,კერძოდ მომზადების ეტაპზე, გუნდურ პროექტში მოსწავლეთა მუშაობის ეტაპზე და პროექტის მუშაობის პროცესისა და წარდგენის ეტაპზე.ტრენინგის განმავლობაში შეძენილი უნარ-ჩვევები დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვაში.
ტრენინგზე ასევე შევისწავლეთ ელექტრონული ფოსტის გამოყენებით კითხვარის ფორმის შექმნა და შევსება,გუგლში ინფორმაციის მოძიება და მისი სასწავლო. პროცესში დანრგვა.


Комментариев нет:

Отправить комментарий